Thursday, April 3, 2014

ღია სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში


ღია სამოდელო გაკვეთილი თემაზე: აკაკი წერეთლის ლექსი "ღამურა".
მიზანი:
1. მოსწავლეს განუვითარდეს აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და ტექსტის შექმნის უნარი;
2. მსჯელობის უნარის განვითარება;
3. ტექსტთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავება.
შედეგი:
1. ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრბლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება.
2. საკუთარი აზრის ან ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
3. ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება.
რესურსები:
1. კომპიუტერი;
2. ასოციაციური რუკა;
3.კითხვების ცხრილი;
4. ბუკლეტები;
5. წიგნი _ "აზრთა კონა".
აქტივობა:
1. კომპიუტერის თანხლებით, მოძიებული ინფორმაციის გადმოცემა;
2. კითხვების ცხრილის შევსება;
3. ასოციაციურ რუკაზე მუშაობა;
4. როლური თამაში;

გაკვეთილის მსვლელობა
საშინაო დავალების გაცნობა. მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტები და სიუჟეტები ინტერნეტის საშუალებით თემაზე: " ყველაფერი აკაკის შესახებ" _ 1. ბიოგრაფიული ცნობები; 2. ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები აკაკის შესახებ; 3. როგორ ჩაიწერა აკაკის ხმა; 4. აკაკის იუბილე; 5. შეყვარებული პოეტი; 6. აკაკის გარდაცვალება.
მოსწავლეებმა მოისმონეს აკაკის ამღერებული ლექსი "სულიკო". ნახეს კადრები აკაკის იუბილედან; მოისმინეს აკაკის ხმა; გაკვეთილის თემა, ლექსი "რამურა" შეასრულეს როლური თამაშით ( კოსტუმირებული).
შეავსეს "კითხვების ცხრილი", სადაც მოცემული იყო შემდეგი კითხვები: 1. როგორი ადამიანის სახედ მიგაჩნიათ ღამურა? 2. ავტორი გადაგვარებას რამდენი კუთხით წარმოგვიჩენს? 3. გადაგვარებულებს რა ხვედრი ერგებათ? 4. ავტორი რატომ იყენებს სიტყვა " უგუნურს"? რას გულისხმობს?
იმსჯელეს, დაასახელეს ღამურას უარყოფითი თვისებები და შეავსეს ასოციაციური რუკა.
მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეები და გადავიდა ახალი გაკვეთილის თემაზე: " მოსაზრება და არგუმენტი".
გაკვეთილის ახსნამდე, მოსწავლეებმა გამოთქვეს წინასწარი ვარაუდი მოსაზრებასა და არგუმენტზე. ამის შემდეგ მასწავლებელმა ახსნა გაკვეთილი.
ახალი მასალის განსამტკიცებლა, მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები შეასრულეს, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება და გაამყარეს არგუმეტით. მიეცათ მათ საშინაო დავალება.
გაკვეთილის ბოლო მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეები და აღნიშნა თუ რამდენად მიაღწიეს შედეგს.
წებოვანი ფურცლების გამოყენებით, ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, თუ რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან და ჩააკრეს წიგნში "აზრთა კონაში".

0 comments:

Post a Comment