ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის კატალოგი




სკოლა „მზეკაბანის“ ბიბლიოთეკა

21–ე საუკუნის ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულლ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, შემოქმედებითი სწავლებისა  და მსჯელობის ხელშეწყობის სივრცეა. ჩვენი მიზანია ყოველმა მომხმარებელმა მიიღოს ის ინფორმაცია, რომელიც მას სურს, რომ ბიბლიოთეკა შეერწყას  სასწავლო პროცესს.
მისი ფუნქციებია:
        შესატყვისი სასწავლო  ლიტერატურის მოპოვება და დაცვა;
        საძიებო აპარატის წარმოება და სრულყოფილად გამოყენება;
        ინფორმაციის მოძიება და სასწავლო  პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
        კლასგარეშე კითხვის ორგანიზაცია;
        კულტურულ  საგანმანათლებლო  ღონისძიების ჩატარება;
        თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებელთა მაღალკულტურული მომსახურება;
ყველა ეს ფუნქცია კომპლექსურად მოქმედებს და ხელს უწყობს ძირითადი მიზნის განხორციელებას    მოსწავლეებმა მიიღონ მათთვის საჭირო ცოდნის მაქსიმუმი და მაღალ მოქალაქეობრივი მორალისა და ზნეობის ადამიანებად აღიზარდონ.
ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას  ხელმძღვანელობს   საქართველოს  კანონით, „საბიბლიოთეკო საქმის  შესახებ“, სკოლის   დებულებით, დირექტორის  ბრძანების, პედაგოგიური საბჭოს  გადაწყვეტილებების, შინაგანაწესის  და სკოლაში მოქმედი  სხვა ნორმების  შესაბამისად.
მომსახურების სხვადასხვა  ფორმებთან  და  ფონდებთან მკითხველთა ხელმისაწვდომობა დაფუძნებულია   გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული ადამიანთა უფლებების  და თავისუფლებების  საერთაშორისო  დეკლარაციის პრინციპებზე.
საკოლო ბიბლიოთეკის რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომია  ყველასთვის: მოსწავლეთათვის, სკოლის პერსონალისთვის, ასაკის, ეროვნული კუთვნილების, პროფესიის და  სოციალური სტატუსის მიუხედავად.
აქ  თავმოყრილია: სამეცნიერო, დარგობრივი და მხატვრული ლიტერატურა. აგრეთვე ენციკლოპედიები, ლექსიკონები. მეთოდური და საკოლო  სახელმძღვანელოები   სულ 2457  ეგზ. აგრეთვე პერიოდული გამოცემები (ჟურნალ–გაზეთები) და აუდიო ვიზუალური მასალა.
ბიბლიოთეკა  აღჭურვილია ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკით. დღეს სკოლის ბიბლიოთეკას საფუძვლიანად უწოდებენ ,,მედიაცენტრს“, რითაც ხაზგასმულია მისი სტატუსი და მუშაობის ხასიათი. ჩვენი ბიბლიოთეკის საქმიანობა სრულად შეესაბამება სკოლის ამჟამინდელ მოთხოვნებს. ბიბლიოთეკ თავის მუშაობაში ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მოსწავლეთა და პედაგოგთა ინფორმაციულ მოთხოვნებს, ხელს უწყობს მასწავლებლებს სასწავლოაღმზრდელობით პროცესების წარმართვაში.
ჩვენს ბიბლიოთეკაში კულტურულსაგანმანათლებლო და მასობრივი მუშაობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.  ყოველთვის ირჩევს და ატარებს მოცემული პერიოდისათვის ყველაზე შესაფერის ღონისძიებებს: წიგნის პრეზენტაციებს, ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვებს, წიგნის გარჩევაგანხილვებს, დილასაღამოებს, ლიტერატურულ თამაშობებს და სხვა.  მასობრივი ღონისძიებების მომზადებაში ჩართულნი არიან როგორც პედაგოგები, ასევე ბიბლიოთეკის მკითხველთა აქტივი.
ბიბლიოთეკის  საქმიანობას დიდად უწყობს ხელს  ბილიოთეკასთან არსებული კლუბი „მწიგნობარი“. მასში გაწევრიანებულნი არიან აქტიური მკითხველები.