დღეს სკოლა "მზეკაბანში"სკოლის ბიბლიოთეკის გამგის ფიქრია ფეიქრიშვილის ინიციატივით გაიმართა კინოჩვენება ოთარ იოსელიანის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით . ფილმი "საპოვნელა "რეჟისორის დებიუტია, რომელიც 1959 წელს გადაიღო . ფილმი მოგვითხრობს მიხეილ მამულაშვილის მოღვაწეობის შესახებ, შედარებულია ველური ყვავილები და მის მიერ გამოყვანილი ყვავილთა სხვადასხვა ჯიშები. ავტორის თქმით, ეს იყო მის მიერ ფერების და მუსიკის შერწყმის პირველი მცდელობა. ფილმი ასევე გვიჩვენებს საქართველოს ისტორიას, რომლის განმავლობაშიც უამრავჯერ გასწორდა მიწასთან ქვეყანა, მაგრამ თავის გადარჩენა მაინც შეძლო ისე, რომ ქართული გენი არ დაეკარგა.
0 comments:
Post a Comment