ათწლიანი ისტორია სკოლის ცხოვრებაზე საუბრისათვის არც ბევრია და არც ძალიან ცოტა.
სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, ის წლების განმავლობაში იზრდება, იხვეწება, ვითარდება და იძენს გამოცდილებას. სკოლის ავ–კარგიანობას წლები გამოცდის და მისი აღზრდილი თაობები გამოაჩენს, მაგრამ როგორი პირი უჩანს მის მომავლს ამ საკითხზე შეიძლება საუბარი.
სკოლა ,,მზეკაბანი“, ძირძველი სახელის ხიბლი, გაჟღერებისთანავე დადებითად განგაწყობს და არც შეცდები; ასეთი მიგნება მხოლოდ უდიდესი გამოცდილების მქონე ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქალბატონ ბელა ჯანგიძე–გოცირიძეს შეეძლო, რომელმაც სკოლას საფუძველი იმ დროს ჩაუყარა, როდესაც ქვეყანაში რეფორმების ქარიშხალი დატრიალდა. ეს იყო 2000 წლის 1 სექტემბერს II საშუალო სკოლის შენობაში, ცალკე ფლიგელში დაიწყო მოქმედება სკოლამ.
ეს ფაქტი იმთავითვე იყო თამამი განაცხადი, მშობლებისათვის სავალდებულო და არჩევითი საგნების პარალელურად ისეთი საგნების შეთავაზება როგორიც იყო: ჭადრაკი, ქორეოგრაფია, ზოგადი უნარები, პირველადი სამედიცინო დახმარება, მესამე უცხო ენა (გერმანული), რელიგიის ისტორია, ტოლერანტობა. გაღრმავდა მუშაობა ქართული ენის, მათმატიკის, ინგლისური ენის სწავლებისათვის.
ეს ფაქტი იმთავითვე იყო თამამი განაცხადი, მშობლებისათვის სავალდებულო და არჩევითი საგნების პარალელურად ისეთი საგნების შეთავაზება როგორიც იყო: ჭადრაკი, ქორეოგრაფია, ზოგადი უნარები, პირველადი სამედიცინო დახმარება, მესამე უცხო ენა (გერმანული), რელიგიის ისტორია, ტოლერანტობა. გაღრმავდა მუშაობა ქართული ენის, მათმატიკის, ინგლისური ენის სწავლებისათვის.
გათვალისწინებულ იქნა მშობელთა დაკვეთა და სკოლაში გაიხსნა ორი გახანგრძლივებული დღის რეჟიმის ჯგუფი სადაც გაკვეთლების მომზადების პარალელურად მიმდინარეობს აღმზრდელობითი საგანმანათლებლო მუშაობა. მოსწავლეებში ზნეობრივ–ესთეტიკური და კულტურულ–ჰიგიენური, უნარ–ჩვევების გამომუშავებისათვის.
სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო და ინფრასტრუქტურა – აღჭურვილი, შესაფერისი ავეჯით, ინვენტარით, კაბინეტ–ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კლასით, სააქტო, სპორტული დარბაზით და სამლოცველოთი.
სასწავლო–საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის განხორციელებას წარმატებით უძღვება ნიჭიერი, შემოქმედებითი, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით შეიარაღებული, მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი.
სკოლა ,,მზეკაბანში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასკოლო დისციპლინას (უსაფრთხო სკოლის გარანტს) და სასწავლო–საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი. სკოლის მთავარი ორიენტირი არის არა ცოდნის ოდენობა, არამედ ხარისხი.
სკოლაში სასწავლო–საგანმანათლებლო პროცესებს აღრმავებს და აძლიერებს მოსწავლეთა ჩართულობა საქალაქო და რესპუბლიკურ კონკურსებში, კონფერენციებში, მასიური მონაწილეობა ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებზე.
სკოლა ,,მზეკაბანი“ განსაკუთრებით ამაყობს იმ წარმატებული მოსწავლეებით, რომლებმაც სკოლის სახე ლამაზ ,,სამზეოზე“ გამოიტანეს, ასეთები არიან: თამარ ფაცია XII კლასი, გელა გოცირიძე XII კლასი, ლევან სხირტლაძე XI კლასი, გუჯა კიკნაძე XI კლასი, თენგიზ ყაზიშვილი XI კლასი, ეკა თხლაშიძე X კლასი, ნინო შავდათუაშვილი X კლასი, დავით აბაშიძე VI კლასი, მერი აბაშიძე VI კლასი, ოთარ აბაშიძე II კლასი და სხვა.
სკოლამ მის წინაშე დასახული ამოცანების გადაჭრისათვის მზაობა მაღალი შედეგებით გამოხატა მიმდინარე საატესტატო გამოცდების ჩატარების დროს, 18 კურსდამთავრებულიდან, ყველამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და დაამთავრა სკოლა, მათ შორის თამარ ფაციამ მოიპოვა ვერცხლის მედალი.
სკოლისათვის ათი წელი არც ბევრია და არც ძალიან ცოტა, მაგრამ ,,მზეკაბანელების“ მიერ განვლილი ათწლიანი ისტორია მიანიშნებს სკოლის მზაობას, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევებისადმი.
მისი მზაობის დასტური არის ის, რომ 2011 წლის აგვისტოში სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ავტორიზებული სკოლა ,,მზეკაბანი" დღითიდღე იზრდება და სერიოზულ განაცხადს აკეთებს ქალაქის სხვა დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებს შორის.
მისი მზაობის დასტური არის ის, რომ 2011 წლის აგვისტოში სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ავტორიზებული სკოლა ,,მზეკაბანი" დღითიდღე იზრდება და სერიოზულ განაცხადს აკეთებს ქალაქის სხვა დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებს შორის.