Thursday, April 24, 2014

ქართული ენის კვირეულის შესახებ
2014 წელი

10-16 აპრილი




   კაცობრიობამ თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობისა და განვითარების მანძილზე მრავალგზის გადასინჯა თავისი სარწმუნოებრივი, ზნეობრივი, თუ პრაგმატული ფასეულობანი.
  იცვლებოდა ადამიანი, იცვლებოდა კონტინენტთა და ქვეყანათა ბედი, დროჟამის უღრანს მხოლოდ რამოდენიმე უცვლელი ღირებულება გამოსცდა, მხოლოდ რამოდენიმემ არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ძალა. ეს არის - მამული, ენა და სარწმუნოება.
  ენა, ენობრივი ფენომენი, ისეთი კელაპტარია - პირველყოფილი, პრიმიტიული ყოფიდან სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევის ეპოქამდე ისტორიის ბნელი გვირაბის მანათობელი ,ადამიანის მეხსიერების საცავი, სამყაროს კაცობრიობის აღქმის გამომხატველი, თაობათა ურთიერთკავშირის უმთავრესი პირობა, აზროვნების იარაღი და საშუალება, ადამიანთა ურთიერთმაკავშირებელი ხიდი.
  ენა უპირველესი სიკეთეა, ენა ჩაუქრობელი ჩირაღდანია, ენა მარადიული ფასეულობა გახლავთ.
  განუზომელია დედა ენის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ქართულ ენას, ისე როგორც საქართველოს, მისი არსებობის მანძილზე ბევრჯერ ჰქონია დაკნინების, დაცემის, შევიწროების, დევნის მწარე ეპიზოდები. დედა ენისათვის ზრუნვა მუდამ იყო და არის თითოეული ქართველის მოვალეობა.
  განგება ერს ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც მოუვლენს „მწყემსმთავარს“, „ერისმთავარს“, ჭეშმარიტ ლიდერს და ასეთად XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში მოგვევლინა ილია ჭავჭავაძე.
  ამ უდიდეს ეროვნულ საქმეში ილია ჭავჭავაძის თანამოღვაწეა აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ხოლო ერთიანი სალიტერატურო ენის საყოველთაოდ გავრცელებაში ცალკე უნდა აღინიშნოს დიდი ქართველი სახალხო მასწავლებელი იაკობ გოგებაშვილი და მისი ღვაწლი.
  1876 წელს დიდმა იაკობმა შეადგინა და გამოსცა წიგნი „დედა ენა“. ცხოველი სული შთაბერა მას, ფეხი აადგმევინა და დაუბარა ქართველ ხალხს: „მოუარეთ, შეიყვარეთ, გაუბრთხილდით და დაიცავით დედა ენა“. იმ დღიდან მოყოლებული, ქართველი ხალხის ცხოვრებაში კრძალვით გადმოდის ხელიდან ხელში უდიდესი განძი და საიდუმლო. საუკუნეთა სიბრძნე, სისავსე და ერის სულიერი გამოცდილება ერთად შეგროვილი და შეკრული როგორც სამყარო.
  „აი ია,“ ფრთხილად გამოჰყავს პატარა ქართველს პირველი ასოები და ასე მშვიდად და შეუმჩნევლად, ასე უბრალოდ და თავისთავად ეზიარება დიდ საიდუმლოს. „აი ია“. . . და ასე შემდეგ . . . ის, რასაც ქართველობა ქვია.
  დღეს კომპიუტერისა და დიზაინის ფანტასტიკურ საუკუნეში, გლობალიზაციის ორომტრიალში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის მოვლის და დაცვის საქმეს. დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ათასწლეულების წინათ შექმნილი ქართული ენის შეურყვნელად შენარჩუნებას და თაობიდან თაობაზე მის გადაცემას.
  ქართული ენა, „შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისათა“, მუდამ იყო ქართველი ხალხის ზრუნვის საგანი, იგი რჯულთან და მამულთან ერთად, ჩვენი ერის ერთიანობის უმთავრეს დუღაბს წარმოადგენდა. აკი, ამიტომაც დღემდე ასეა - სადაც „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა აღესრულების“, იქ არის საქართველო. ამიტომ არის განუზომელი დედა ენის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. ამიტომ არის ქართულ კალენდარში ერთი ფრიად დიდი და გამორჩეული დღე 14 აპრილი, რომელსაც ქართული ენის დღე ჰქვია.
  სწორედ ქართული ენის დღეს მიეძღვნა  რუსთავის კერძო სკოლა „მზეკაბანში“,  2014 წლის 10-15 აპრილს ქართული ენის კვირეული, რომელიც სკოლის დირექტორის, ქალბატონი ბელა გოცირიძის თანადგომითა და ხელშეწყობით განხორციელდა. მის  მომზადებასა და ჩატარებაში ჩაება მთელი სკოლა. შედგა საინტერესო სამოქმედო გეგმა. კვირეულის პირველი დღე დაეთმო სასწავლო-შემეცნებით კონფერენციას თემაზე: „მწიგნობრობაი ქართული“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები. კონფერენციაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნა საინტერესო ნაშრომები:
1.      „ენაჲ საკვირველი“- მომხსენებელი: ლია მარტაშვილი
2.      ქართული დამწერლობის ისტორია, მის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები, განვითარების საფეხურები- მომხსენებელი: ხატია ნადაშვილი
3.       ხელნაწერი წიგნის დამზადებასთან დაკავშირებული საკითხები- მომხსენებელი: დიანა მახათაძე, მე-10 კლ. მოსწავლე
4.      ისტორიული ხელნაწერები და ეპიგრაფიული წარწერები- მომხსენებელი: გიორგი პაპუნაშვილი, მე-8 კლ. მოსწავლე.
5.      კალიგრაფია- ქართული კალიგრაფიული სკოლები, საზედაო დეკორ-ხელნაწერები- მომხესენებელი: ხათუნა პაქსაშვილი.
6.      ქართული დამწერლობა და ეპიგრაფიული წარწერები-მომხსენებელი თათული გელაძე, მე-7 კლ.მოსწავლე.
7.      ქართული დამწერლობა-მომხსენებელი: მარიამ ხუციშვილი, მე-11 კლ.მოსწავლე.

   ოთხი საუკეთესო ნაშრომი გაიგზავნა რუსთავის სიონის ტაძართან არესებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმინდელის“ მიერ ორგანიზებულ სასწავლო-შემეცნებით კონფერენციაზე.
  ენის კვირეულის მეორე დღე გაგრძელდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. (VIII – X) კლასის პედაგოგი ხათუნა პაქსაშვილი და (V-VI) კლასის პედაგოგი ხატია ნადაშვილი, დედა ენის ძეგლთან.
  ხელნაწერთა ინსტიტუტში პრაქტიკულად ნახეს ის წერილობითი ძეგლები, ქართული ხელნაწერები და კალიგრაფიის უნიკალური ნიმუშები, რომლის შესახებაც საუბრები       
  ჰქონდათ ნაშრომების ავტორებს სასწავლო-შემეცნებით კონფერენციაზე. ხელნაწერთა მუზეუმში მათ ბევრი რამ გაიგეს ხელნაწერების ისტორიაზე. რომ განუზომლად მეტი იქნებოდა ქართული ხელნაწერების რაოდენობა, რომ არა გაუთავებელი ომები. მომხდური არა მარტო ანადგურებდა წიგნებს, არამედ ადამიანებივით ატყვევებდა და შემდეგ მათში დიდძალ გამოსასყიდს ითხოვდა. მაგალითად „მე ვახახიშვილმან გიორგი თათართაგან დავიხსენ წიგნი ესე „ზატიკნი“ - და დავდევით ჩვენისა სულისათვის და ჩვენთა შვილთა სადღეგრძელოდ“.  (XV საუკუნის ხელნაწერი)
  საერთოდ, თუ მომხდური ოდნავ მაინც კულტურული ქვეყნიდანაა, ის წიგნს არ უნდა შეეხოს, მაგრამ: განათლებული მტერი ცოტა გვყავდა, გაუნათლებელი კი რამდენიც გინდა.
  ფასდაუდებელია „ქართული ხელნაწერთა მუზეუმის“ არსებობა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.
  ქართულ ხელნაწერებსა და საკუთრივ, ქართულ მწერლობაში ყოველი თაობა რაიმე ახალს აღმოაჩენს და ახლებურად წაიკითხავს.
  ყველაზე დატვირთული დღე კვირეულის პროექტში იყო 14 აპრილი. პირველი ორი გაკვეთილი დაეთმო სასკოლო წერას თემაზე:
II- V კლასები „ჩემი ენა ქართული“;
VI – IX კლასები „ო, ენავ ჩემო“;
X – XI კლასები „რა ენა წახდეს“.
  საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს II-VII კლასის მოსწავლეებმა: ბარბარე შენგელიამ, ლუკა კურტანიძემ, თემურ ისმაილოვმა, ელენე რადუნცევამ (მე-2 კლასი, პედ. ნ.სამხარაძე); ანა ჭიღიტაშვილმა (მე-3 კლ. პედ. ი.ბლუიშვილი); ია გიორგაძემ, ანი კამლაძემ, უსამა ნაბიევმა (მე-4 კლ. პედ. ნ.ფიცხელაური); თამარ ოთარაშვილმა, გიორგი იმედაძე ( მე-6 კლ. პედ.  ხ.ნადაშვილი);  ელენე რამიშვილმა, ბექა პაქსაშვილმა, ბარბარე ქუქჩიშვილმა (მე-5 კლ. პედ. ხ.ნადაშილი);  სოფო გირგაძემ და თათული გელაძემ (მე-7 კლ. პედ. ხ.ნადაშვილი).
  ამავე დღეს დაწყებითი კლასების პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ჩატარებულ იქნა კონფერენცია თემაზე „დედა ენის ისტორია“. მოსწავლეებმა საინტერესოდ გააცოცხლეს და წარმოადგინეს დედა ენის გმირები, ხოლო პედაგოგებმა:ნანა კვეზერელმა, ნუნუ სამხარაძემ, ია ბლუიშვილმე და ნინო ფიცხელაურმა საინტერესო ნაშრომი დედა ენის შექმნისა და მისის ისტორიის შესახებ.
  14 აპრილი დაასრულა V – VI კლასის მოსწავლეების (პედაგოგი ხატია ნადაშვილი) ლიტერატურულ-შემეცნებითმა ვიქტორინამ. ვიქტორინა მოიცავდა ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს, როგორც ქართული ლიტერატურიდან, ასევე გრამატიკიდან.   
  მოსწავლეებმა გამოავლინეს ძალიან ღრმა ცოდნა ქართული ენისა და ლიტერატურისა. გამოიჩინეს  ლოგიკური, სხარტი აზროვნების უნარი.
  კვირეულის მეხუთე დღე დაეთმო ბიბლიოთეკის (გამგე ფიქრია ფეიქრიშვილი,ისტ.მენეჯერი ხატია ჯანგიძე) სასწავლო-შემოქმედებით პროექტს თემაზე: „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი ქართული ენის განვითარების საქმეში“ და „წიგნიერება სამყაროს გადამრჩენელი“.
  პროექტი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, წერა-კითხივს გამავრცელებელი საზოგადოების მოღვაწეობის შესახებ. ამ მასალასთან პარალელურად იქნა განხილული წიგნიერების საკითხი და დღევანდელი მდგომარეობა (სტატისტიკური ცნობით) წიგნის კითხვისა და წიგნიერების შესახებ. შემდგომ გაიმართა დისკუსია: რა როლი ეკისრება წიგნიერებას ქართული ენის დაცვის, გადარჩენის და მოვლის საკითხში. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები ასევე პედაგოგები.
  კვირეულის შეჯამების დროს ხაზგასმით აღინიშნა,  ქართული ენის კვირეულის მომზადებასა და ჩატარებაში, მასშტაბურად, თითქმის მტელი სკოლა იყო ჩართული, ხელმძღვანელობა და ძირითადი საქმიანობა განახორციელა ქართული ენის კათედრამ ისტ.მენეჯერმა ხატია ჯანგიძემ. წელს პირველად კვირეულში მონაწილეობდნენ პედაგოგები, განსაკუთრებით აღსანიშნავი და ფასეული იყო ქალბატონი ლია მარტაშვილის მონაწილეობა კვირეულში. კვირეულის შედეგების შეჯამებისას გამოიკვეთა: ჩვენ, უძველესი, მდიდარი, მეტყველი და კეთილხმოვანი ენა გვაქვს. ლიტერატურულად დამუშავებული და დახვეწილი, დინამიური, შინაგანად მზარდი და რომ უნდა მოვუაროთ მას წიგნებსა და საუბარში, აბრებსა და რეკლამებზე, დაწესებულებებსა და მიმოწერაში, სკოლასა და ოჯახში. და, რაც მთავარია, გვიყვარდეს, ღრმად და საფუძვლიანად შევისწავლოთ ქართული ენა, მოვუაროთ, განვავრცოთ და დავიცვათ გაჟარგონებისაგან.
   ამ ლაიტმოტივით გასრულდა ქართული ენის კვირეული სკოლაში.

Tuesday, April 8, 2014

ღია სამოდელო გაკვეთილი ხელოვნებაში

2 აპრილი · 


თემა: "უძველესი რელიგიების სალოცავები"

პედაგოგი: ხათუნა პაქსაშვილი
VIII კლასი ( II საფეხური)

მოსწავლეთა რაოდენობა - 6 მოსწავლე
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები _ მოსწავლეებიშეიტყობენ: 1.ადრეული რელიგიური ფორმების შესახებ.
2. როგორ მივიდა საზოგადოება მრავალღმერთიანობიდან ერთღმერთიანობამდე. 3. მსოფლიო რელიგიის შესახებ.
4. საქართველოში არსებული რელიგიების შესახებ.
5.საუბრობს, აღწერს დაახასიათებს საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
6აღწერს მსოფლიო რელიგიების სალოცავებს. ( ასევე ადრეული ხანის სამლოცველო- კატაკომბებს).

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები: მიმართულება _ გამოყენებითი ხელოვნება
მოსწავლე იკვლევს და ისაუბრებს რელიგიის ადრეული ფორმების შესახებ .
ისაუბრებენ სქართველოში არსებული რელიგიების შესახებ
მოსწავლე საუბრობს მსოფლო რელიგიების სალოცავების შესახებ.არქიტექტურული ფორმების, ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ.

თანმიმდევრობა გაკვეთილის დაწყებისთანავე - მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები წარმოადგენენ საშინაო დავალებას, გაიხსენებენ უძველესი ადამიანის რელიგიურ წარმოდგენებს, საუბრობენ რელიგიის ადრეულ ფორმებზე (ტოტემი, კერპთაყვანისმცემლობა, მონოფიზიტობა, დიოფიზიტობა,ზოროასტრიზმი)) (10წთ)
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს ჩამოთვალონ აღმოსავლური რელიგიები მათი წარმოშობის მიხედვით (5წთ)
შემდეგ ვახდენ კლასისის ჯგუფებად დაყოფას და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სამუშაოს :
ჯგუფი 1. _ ბუდიზმი და მისი წარმოშობა (ბუდისტური ტაძარი)
ჯგუფი 2. _ იუდაიზმი და მისი წარმოშობა( სინაგოგა)
ჯგუფი 3. _ ქრისტიანობა და მისი წარმოშობა(ქრისტიანული ტაძარი)
ჯგუფი 4 ._ ისლამი და მისი წარმოშობა(მეჩეთი)
ჯგუფი 5. _ შემფასებელი : ამა თუ იმ მოვლენათა ფაქტების შეფასების კრიტერიუმები . მაგ: რა განსხვავებაა მსოფლიოში არსებულ რელიგიებსა და ქრისტიანულ რელიგიას შორის?
ჯგუფში შეიძლება გაერთიანდნენ 2-5 მოსწავლე .
(დავალება წარმოადგენენ ფოტომასალაზე დაყრდნობით)
მასწავლებელი განიხილავს რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აზროვნებისთვის სწორი , ეფექტური შეკითხვების დასმა. ეს პროცესი მიმდინარეობს 10 წუთი . ამის შემდეგ იწყება თითო ჯგუფიდან ლიდერის პრეზენტაცია. თითოეული მათგანი წარმოადგენს თავისი ჯგუფის მიერ მოძიებულ მასალას, ინფორმაციას. შემდეგ დაფაზე ვახდენთ მოპოვებული ინფორმაციის საერთო და განსხვავებული აზრის აღმოჩენას ვენის დიაგრამის საშუალებით.
ცოდნის განმტკიცების მიზნით, ვიყენებთ ერთ-ერთ მეთოდს _ ,, ვიცი ვისწავლე და მინდა, ვიცოდე ”.
"ვიცი”_ წერენ ყველაფერს, რაც მათ იციან .
"ვისწავლე”_ წერენ,რაც,შეიტყვეს ახალი .
"მინდა ვიცოდე”_ წერენ იმას, რაც აინტერესებთ .
შეფასება: ვიწყებ მოსწავლეების შეფაებას სამი კომპონენტისა და ქვეკომპონიმენტი სმიხედვით :
1 . ჩაართულობა
2. პროექტები
3. საშიანაო და საკლასო დავალებები
ქვეკომპონიმენტებია:
1. დისკუსია და პრობლემის გადაჭრა
2. ინფორმაციის მოპოვება
3 . ნაშრომის პრეზენტაცია
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები: კალმისტარი,ფურცლები, ცარცი, დაფა, პროექტორი, კომპიუტერი, საყმაწვილო ენციკლოპედია, მსოფლიო რელიგიები. Openofrice.org presentacion, word
http:\\ ka. Vikipedia.org
Images., google.ge


















Thursday, April 3, 2014

საქველმოქმედო ღონისძიება "მზეკაბანში"



კერძო სკოლა" მზეკბანში" გაიმართა "მზეკაბანისა"და არასამთავრობო ორგანიზაცია  "მეოხი-2004-ის" ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება ომში დაღუპულ რუსთაველ მეომართა ოჯახების დასახმარებლად. ღონისძიებაზე დაღუპულ გმირთა ოჯახებს გადაეცათ ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებული საჩუქრები.

ღია სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში


ღია სამოდელო გაკვეთილი თემაზე: აკაკი წერეთლის ლექსი "ღამურა".
მიზანი:
1. მოსწავლეს განუვითარდეს აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით გამოთქმისა და ტექსტის შექმნის უნარი;
2. მსჯელობის უნარის განვითარება;
3. ტექსტთან შემოქმედებითი დამოკიდებულების გამომუშავება.
შედეგი:
1. ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრბლემატიკის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება და მისი არგუმენტირება.
2. საკუთარი აზრის ან ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
3. ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება.
რესურსები:
1. კომპიუტერი;
2. ასოციაციური რუკა;
3.კითხვების ცხრილი;
4. ბუკლეტები;
5. წიგნი _ "აზრთა კონა".
აქტივობა:
1. კომპიუტერის თანხლებით, მოძიებული ინფორმაციის გადმოცემა;
2. კითხვების ცხრილის შევსება;
3. ასოციაციურ რუკაზე მუშაობა;
4. როლური თამაში;

გაკვეთილის მსვლელობა
საშინაო დავალების გაცნობა. მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტები და სიუჟეტები ინტერნეტის საშუალებით თემაზე: " ყველაფერი აკაკის შესახებ" _ 1. ბიოგრაფიული ცნობები; 2. ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები აკაკის შესახებ; 3. როგორ ჩაიწერა აკაკის ხმა; 4. აკაკის იუბილე; 5. შეყვარებული პოეტი; 6. აკაკის გარდაცვალება.
მოსწავლეებმა მოისმონეს აკაკის ამღერებული ლექსი "სულიკო". ნახეს კადრები აკაკის იუბილედან; მოისმინეს აკაკის ხმა; გაკვეთილის თემა, ლექსი "რამურა" შეასრულეს როლური თამაშით ( კოსტუმირებული).
შეავსეს "კითხვების ცხრილი", სადაც მოცემული იყო შემდეგი კითხვები: 1. როგორი ადამიანის სახედ მიგაჩნიათ ღამურა? 2. ავტორი გადაგვარებას რამდენი კუთხით წარმოგვიჩენს? 3. გადაგვარებულებს რა ხვედრი ერგებათ? 4. ავტორი რატომ იყენებს სიტყვა " უგუნურს"? რას გულისხმობს?
იმსჯელეს, დაასახელეს ღამურას უარყოფითი თვისებები და შეავსეს ასოციაციური რუკა.
მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეები და გადავიდა ახალი გაკვეთილის თემაზე: " მოსაზრება და არგუმენტი".
გაკვეთილის ახსნამდე, მოსწავლეებმა გამოთქვეს წინასწარი ვარაუდი მოსაზრებასა და არგუმენტზე. ამის შემდეგ მასწავლებელმა ახსნა გაკვეთილი.
ახალი მასალის განსამტკიცებლა, მოსწავლეებმა სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები შეასრულეს, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება და გაამყარეს არგუმეტით. მიეცათ მათ საშინაო დავალება.
გაკვეთილის ბოლო მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეები და აღნიშნა თუ რამდენად მიაღწიეს შედეგს.
წებოვანი ფურცლების გამოყენებით, ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, თუ რა დაამახსოვრდათ გაკვეთილიდან და ჩააკრეს წიგნში "აზრთა კონაში".