Thursday, February 6, 2014

კინოჩვენება ოთარ იოსელიანის იუბილესთან დაკავშირებით

         დღეს სკოლა "მზეკაბანში"სკოლის ბიბლიოთეკის გამგის ფიქრია ფეიქრიშვილის ინიციატივით გაიმართა კინოჩვენება ოთარ იოსელიანის  80 წლის იუბილესთან დაკავშირებით . ფილმი "საპოვნელა "რეჟისორის დებიუტია, რომელიც 1959 წელს გადაიღო . ფილმი მოგვითხრობს მიხეილ მამულაშვილის მოღვაწეობის შესახებ, შედარებულია ველური ყვავილები და მის მიერ გამოყვანილი ყვავილთა სხვადასხვა ჯიშები. ავტორის თქმით, ეს იყო მის მიერ ფერების და მუსიკის შერწყმის პირველი მცდელობა. ფილმი ასევე გვიჩვენებს საქართველოს ისტორიას, რომლის განმავლობაშიც უამრავჯერ გასწორდა მიწასთან ქვეყანა, მაგრამ თავის გადარჩენა მაინც შეძლო ისე, რომ ქართული გენი არ დაეკარგა. 

        ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოსწავლეებში ასევე პედაგოგებში.








Wednesday, February 5, 2014

ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში

 სკოლა "მზეკაბანში" ჩატარდა ღია შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში.
თემა : "შევიცნოთ ჩვენი სამყარო "  
კლასი IV
პედაგოგი: ნინო ფიცხელაური
გაკვეთილის მიზანი: 
ბუნ.IV 8.მოსწავლემ შეძლოს მზის სისტემის აღწერა.
ბუნ.IV 6.მოსწავლემ შეძლოს ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღწერა.
ბუნ.IV 1. მოსწავლემ შეძლოს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის აღწერა.
ბუნ.IV 4.მოსწავლემ შეძლოს მაგნიტის მოქმედების აღწერა.
ბუნ.IV 7.მოსწავლემ შეძლოს დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
მუშაობის ფორმა: ფრონტალური,ინდივიდუალური,წყვილებში,ჯგუფური.
შეფასების ფორმა:  ინდივიდუალური-განმავითარებელი, თვითშეფასება.
რესურსი: სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, ცარცი, რუკები, გლობუსი,
ტელევიზორი, წებო, ფორმატის ქაღალდები, მაგნიტი (სხვადასხვა სხეული,რომელიც იზიდავს და რომელიც არ იზიდავს მაგნიტს), წებო, "გამოჭრილი პლანეტები", მარკერი.

შედეგი:  მოსწავლეებმა გამოიყენეს ილუსტრაციები და დაახასიათეს მზის სისტემა;



აღწერეს გეოგრაფიული ობიექტები;
მათი შემადგენელი ნაწილები( მდინარის შესართავი,სათავე ,მთის მწვერვალი,კალტა,ძირი)და მახასიათებლები
(ციცაბო.დამრეცი,ჩქარი,მდორე)









დააკვირდნენ ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლს, იპოვეს მსგავსება -განსხვავება სხვადასხვა სტადიებს შორის;








ჩაატარეს ცდები მაგნიტის გამოყენებით;






შეადარეს სხვადასხვა ხალხის ადრინდელი წარმოდგენები დედამიწის ფორმის შესახებ, გაამახვილეს ყურადღება პირველ მოგზაურებზე, რომლებმაც დიდი
წვლილი შეიტანეს გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიაში.

 და სხვები

გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგმა გამოიყენა ინტერნეტით მოძიებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი, ასევე ბავშვების დახმარებით შექმნილი აპლიკაციები და სხვ.







 

Tuesday, February 4, 2014

განცხადება


რუსთავის კერძო სკოლა "მზეკაბანი"ახალ , კეთილმოწყობილ შენობაში აცხადებს 4-5-6 წლიან ბავშვთა მიღებას. ჯგუფში ჩაირიცხება 10 აღსაზრდელი.
გთავაზობთ ინგლისური, რუსული ენებისა და მათემატიკური უნარების შესწავლას,  სამჯერად კვებას, ტრანპორტით მომსახურებას. კვალიფიციური პედაგოგის გარდა ჯგუფში იმუშავებს ძიძაც.
შენობას გააჩნია ეზო და მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მერიასთან ახლოს.
მის: გ.ნიკოლაძის 16 ა,(თეატრის გვერდით)
ტელ: 599 90 80 04
(0341 )24-19-94